ბლოგის ავტორი
მნახველთა რაოდენობა
ახალი პოსტი
-
"ცოდნამ არ იცის უფროს-უმცროსობა. როგორც თითონ ღმერთი, ცოდნა ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს გლეხსაც და თავადსაც. ყველას ერთნა...
-
ხშირად მიწევს პრეზენტაციების გაკეთება, მახსოვს ჩემი მღელვარება პირველი საჯარო გამოსვლისას და ისიც, როგორ დამეხმარა სხვადასხვა ადამიანის...
-
ამ სტატიაში ვისაუბრებ სწავლების ინოვაციური მეთოდის შესახებ, რომელიც სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში ხარისხის ნიშანი გახდა მთელი მს...
ბლოგის არქივი
- июня 2019 (2)
- мая 2019 (2)
- октября 2018 (7)
ფორმა უკუკავშირისთვის
ბრუნერის თეორია: ამერიკელი ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი (1915) კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად ფილოსოფიას. ბრუნერის მიდგომა სწავლებისადმი არის კონსტრუქტივისტული. ბრუნერის თეორიის მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ იდეებს და კონცეფციებს.
მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისათვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაწვდეს ,,ინფორმაციის იქით“ არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს.
სწავლება ისე უნდა იყოს ,,აწყობილი“, რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლე) აქტიურად არის ჩართული დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისაწვდომი გახდეს ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. კურიკულუმი უნდა იყოს შედგენილი სპირალური პრინციპით ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით.
ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს:
ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპები:
პიაჟეს შემეცნებითი თეორია - შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც. ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან.
პიაჟეს მიხედვით, ინფორმაციის გადამუშავება შემეცნებითი სტრუქტურების - სქემების საშუალებით ხდება. სქემები არის ინფორმაციის მიღების, შენახვის, გარდაქმნის შინაგანად არსებული ჩარჩოები. სქემები იცვლება ბავშვის განვითარებასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის გაგება ანუ ასიმილაცია. თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, მაშინ ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, მაშინ იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, ასიმილაცია არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით, ხოლო აკომოდაცია არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით. ასლიმილაციისა და აკომოდაციის მაგალითია: მცირეწლოვანი ბავშვი იქმნის წარმოდგენას, რომ ყველაფერი რაც დაფრინავს არის ჩიტი. როდესაც ბავშვი პირველად ხედავს თვითმფრინავს, ის მას ჩიტს ეძახის. ამ დროს ის იყენებს ასიმილაციის შესაძლებლობას, ანუ დაუქვემდებარებს თვითმფრინავს მისთვის ნაცნობ სქემას, რომ ყველაფერი, რაც დაფრინავს, არის ჩიტი. შემდეგ უკვე ხვდება, რომ თვითმფრინავი არ არის ჩიტი და იგონებს მისთვის ახალ სახელს. ამ დროს ბავშვი იყენებს აკომოდაციის შესაძლებლობას და ქმნის ახალ სქემას, სადაც ჩიტი და თვითმფრინავი სხვადასხვა რამე არის.
ასიმილაციის და აკომოდაციის ურთიერთქმედება თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის სისწორეს. კერძოდ, ყველა ბავშვი ერთსა და იმავე ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან განსხვავებულ შემეცნებით სტრუქტურაში კრავს ინფორმაციას. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას - კონსტრუქციას.
ასიმილაციის, აკომოდაციისა და კონსტრუქციის პროცესი დაბადებიდან ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ყოველი ახალი კონსტრუქცია შემეცნებით სისტემას უფრო მოქნილსა და ძლიერს ხდის.
პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
შემეცნების განვითარების საფეხურები - ყველა ბავშვი გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს მსგავსი თანმიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება.
ჟ. პიაჟეს მიხედვით, არსებობს შემეცნების ოთხი ასეთი ზოგადი ეტაპი ანუ საფეხური:
სენსომოტორული - მოიცავს ცხოვრების პირველ 2 წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებთან და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს შეიმეცნებს მარტივი მოქმედებების საშუალებით. ასეთი მარტივი მოქმედებებია: წოვა, ტაცება, ღეჭვა, დათვალიერება და სხვა.
პრეოპერაციული - მოიცავს 2-6 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები, რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით. პრეოპერაციულ საფეხურზე ბავშვი ჯერ არ ფლობს პრობლემის სიმბოლური გადაჭრის ჩვევებს და უჭირს ობიექტთა კლასიფიკაცია. სხვადასხვა შინაარსის შეცდომები და უხერხულობები თან ახლავს მის მცდელობებს, რომ გაიგოს სამყარო.
კონკრეტული ოპერაციები - ეს ეტაპი მოიცავს 6-11 წლამდე პერიოდს. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების დიდი რაოდენობა ქრება. ამ პერიოდის ბავშვს აქვს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატების, გამოკლების, დალაგების, და ა.შ. ოპერაციების წარმოება. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას - რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ... ამავე ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა (წონა, მოცულობა და ა.შ.). მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ცნებების გამოყენება, განზოგადება, სინთეზი; რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამოცანა პირდაპირ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას.
ფორმალური ოპერაციები - იწყება 11 წლიდან და მოზრდილობამდე გრძელდება. ამას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი არ იყოს პირდაპირ რეალობიდან აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე.
სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და სხვებთან ურთიერთობით. სოციალური კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია რუსი ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). ვიგოტსკი მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა. იგი ფიქრობდა, რომ მოსწავლე არის პატარა შეგირდი, რომელსაც მასწავლებელი ან/და სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილებების მიღებაში.
ვიგოტსკის თეორია არის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემეცნება - ესაა სოციალიზაციის ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის პროდუქტი. მაგ: რომელიმე ენის სწავლებისას ჩვენ ენას ვიყენებთ, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას, ანუ ვცდილობთ მისი საშუალებით დავამყაროთ ურთიერთობა სხვებთან. მხოლოდ ენის სრულყოფილი შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მისი, როგორც „შინაგანი მონოლოგის“, საშუალებად გამოყენება.
ვიგოტსკი საუბრობს განვითარების უახლოეს და აქტუალურ ზონებზე. განვითარების აქტუალური ზონა არის ის ზონა, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში. ხოლო უახლოესი ზონა არის ის, რომელსაც ადვილად მიაღწევს იგი, თუ მისი სასწავლო პროცესი სწორად იქნება აგებული. მასწავლებელი სწავლების პროცესში აქცენტს უნდა აკეთებდეს სწორედ განვითარების უახლოეს ზონაზე. ეს კი შესაძლებელია მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტით სხვებთან (მასწავლებელი, თანატოლი, მშობელი) ურთიერთობის პროცესში. მოსწავლის მიმართ ასეთ დახმარებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: ახსნა, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა და ა.შ.
ვიგოტსკი ასევე საუბრობს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე. ეს გავლენა იწყება დაბადებიდან. პატარები ითვისებენ თავიანთ კულტურას, ენას და ქცევებს მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობით. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოსწავლის სწავლაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალიზმი და შეძლოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე, რომ ეს იყოს სასწავლო მიზნებთან შესატყვისობაშიც და ყველა მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა, მიაღწიოს განვითარების უახლოეს ზონას.
სწავლების ამ მიდგომის მიხედვით, უმცროს კლასელებს შეიძლება შევთავაზოთ რთული და უფრო სააზროვნო ამოცანების გადაჭრა ჯგუფებში, რათა ხელი შეეწყოს მათი აზროვნების თვისებრივ განვითარებას და განვითარების უახლოესი ზონის მიღწევას. თუმცა, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მისცეს ისეთი ამოცანები, რომელიც თვისებრივად არ შეესაბამება მისი განვითარების შესაძლებლობებს.
ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.
ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.
მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.
ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.
განათლების სპეციალისტი დევიდ პერკინსის (Perkins, 1992) „თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:
1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;
4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;
„თეორია ერთის“ საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. ნათელი ინფორმაცია გულისხმობს იმას, თუ „რა,“ „როგორ“ და ,,როდის” უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.
„თეორია ერთის“ ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში.
პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესების მართვას, რომელიც მოიცავს შემდეგის გააზრებას: რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი (შემოწმება) და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ. ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას ანუ რეფლექსიას (თვით-განცდას, გაცნობიერებას), მეტაკოგნიციას.
დასწავლის თეორია, რომელიც ხაზს უსვამს დაკვირვებისა და სხვების მიერ განხორციელებული ქცევის მიბაძვის მნიშვნელობას. ამ თეორიის ფარგლებშია წარმოდგენილი ისეთი კონსტრუქტები, როგორებიცაა რეციპროკული დეტერმინიზმი და თვითეფექტურობა.
სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორიის ფესვები დასწავლის ტრადიციულ თეორიაში მიდის. თავდაპირველად, მას სოციალური დასწავლის თეორიას უწოდებდნენ და პიროვნების ფსიქოლოგიაში განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მიდგომა პიროვნებისადმი დასწავლის თეორიის ფარგლებში. თუმცა, დროთა განმავლობაში თეორია განვითარდა, უფრო მეტად გამოიკვეთა კოგნიტური პროცესებისმნიშვნელობა ადამიანის ფუნქციონირებაში და უფრო სისტემატური გახდა. დღეისათვის ის ცნობილია, როგორც სოციალურ-კოგნიტური თეორია და დასწავლის სხვა თეორიებისგან ცალკე განიხილება (John, et. al., 2008).
სოციალურ-კოგნიტური თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქცევის სოციალურ მიზეზებს და კოგნიტური პროცესების მნიშვნელობას ადამიანის ფუნქციონირების ყველა ასპექტში, იქნება ეს მოტივაცია, ემოცია თუ ქმედება.
სოციალურ-კოგნიტური თეორიის წარმომადგენლები მთელ რიგ საკითხებში აკრიტიკებდნენ სხვა თეორიებს. მაგალითად, ალბერტ ბანდურა აკრიტიკებს ფსიქოანალიტურ პოზიციას შინაგან ინსტინქტებსა და არაცნობიერ ძალებზე აქცენტის გამო, რომლებიც არ ექვემდებარებიან სისტემატურ შესწავლას. სოციალურ-კოგნიტური თეორიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, უოლტერ მიშელი (Mischel & Shoda, 1995) აკრიტიკებს ნიშნების ტრადიციულ თეორიასა და ფსიქოანალიზს შინაგან დისპოზიციებზე ხაზგასმის გამო, რომლებიც, ამ თეორიების მომხრეთა თანახმად, სხვადასხვა სიტუაციაში შეთანხმებულ, თანმიმდევრულ ქცევას განაპირობებენ. ამის ნაცვლად, მიშელი საუბრობს ქცევის ვარიაბილურობაზე/ცვალებადობაზე, რომლითაც ადამიანი რეაგირებს გარემო პირობების შეცვლაზე.
სოციალურ-კოგნიტური თეორიის თანახმად, ქცევა სიტუაციურად სპეციფიკურია და ადამიანებს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის განსხვავებული პატერნები აქვთ. ითვლება, რომ ეს დამახასიათებელი სიტუაციურ-ქცევითი პატერნები უფრო მეტად განსაზღვრავენ პიროვნებას, ვიდრე აგრეგირებული (დაგროვილი) კროსკულტურული განსხვავებები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებს ნიშნის თეორია. მაგალითად, სოციალურ-კოგნიტური თეორიის ავტორები თვლიან, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ სიტუაციებში იქცევა ადამიანი, როგორც ექსტრავერტი და რომელში – როგორც ინტროვერტი, ვიდრე მისი ექსტრავერსია-ინტროვერსიის ზოგადი დონის მაჩვენებელი სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ცდილობენ რა გავიდნენ ქცევის შინაგანი და გარეგანი დეტერმინანტების შესახებ ტრადიციული დებატების მიღმა, სოციალურ-კოგნიტური თეორეტიკოსები აცხადებენ, რომ ორგანიზმსა და მის ირგვლივ არსებულ გარემოს შორის ყოველთვის არის უწყვეტი ურთიერთქმედება.
გარდა ამისა, სოციალურ-კოგნიტური მიმართულების წარმომადგენლები ცდილობენ, გვერდი აუარონ პიროვნების ფსიქოლოგიის ტრადიციულ დაყოფას ადამიანის შესახებ ბიჰევიორისტულ და „მის საწინააღმდეგო“ ჰუმანისტურ წარმოდგენებად. ისინი ბიჰევიორისტები არიან იმით, რომ ადამიანის ქცევის სისტემატური კვლევისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ჰუმანისტებიც არიან იმით, რომ ხაზს უსვამენ ადამიანის შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს საკუთარ ბედზე და განვითარდეს მისთვის დადგენილ ბიოლოგიურ საზღვრებში. „განმტკიცების გზით დასწავლის“ ტრადიციულ თეორიასთან მათი განსხვავებულობა იმით გამოიხატება, რომ ისინი აღიარებენ კოგნიტური პროცესების როლს და ამბობენ, რომ დასწავლა ჯილდოს არარსებობის პირობებშიც შეიძლება მოხდეს. სოციალურ-კოგნიტური თეორიის ძირითადი მახასიათებლებია: ადამიანები მოქმედებენ, როგორც აქტიური აგენტები; გამოკვეთილია კოგნიტური პროცესების (აზროვნების) მნიშვნელობა; ქცევა სიტუაციურად სპეციფიკურია; მნიშვნელოვანია სისტემატური კვლევის წარმოება; შესაძლებელია ქცევის რთული პატერნების ათვისება ჯილდოს ან განმტკიცების მიწოდების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ აკადემიურ წრეებში სოციალურ-კოგნიტური თეორია პიროვნების ყველაზე პოპულარული თეორიაა, ბოლო პერიოდში კი მისი მომხრეთა რაოდენობა კლინიკურ ფსიქოლოგთა შორისაც მატულობს. ეს თეორია ეკუთვნის ალბერტ ბანდურას, თუმცა,აღსანიშნავიაუოლტერმიშელის როლიმისფორმირებაში(John, et. al., 2008).
უოლტერ მიშელი და ალბერტ ბანდურა პიროვნებას დასწავლის თეორიის ტრადიციის ფარგლებში აანალიზებენ (Cloninger, 2004) და განსაკუთრებით ფოკუსირდებიან კოგნიტურ ცვლადებზე, ვინაიდან მათთვის ცენტრალურია ადამიანის აზროვნების უნარი. თეორიაში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უნარს, იაზროვნოს და შეიმეცნოს და გაცილებით ნაკლებად, ვთქვათ, სკინერთან შედარებით, არის საუბარი გარემოს ფაქტორებზე. ბანდურა ხაზს უსვამს იმასაც, რომ განმტკიცება შეიძლება არაპირდაპირი ანუ გაშუალებული იყოს. სხვა სიტყვებით, ჩვენ შეგვიძლია სწავლისკენ სწრაფვა იმითიც განგვიმტკიცდეს, თუ ვხედავთ, რომ ვიღაც ამისთვის ჯილდოს იღებს. ბანდურას თეორია რადიკალურ ბიჰევიორიზმს შორდება განმტკიცებისა და აზროვნების საკითხებში.
რადიკალური ბიჰევიორისტებისგან განსხვავებით, ალბერტ ბანდურა თვლის, რომ პიროვნებას აყალიბებს ადამიანის ქცევა, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები (აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოგნიცია) და გარემოს ზეგავლენა და ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, დასწავლა კი აუცილებლობით არ მოიაზრებს ჯილდოს. ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის თანახმად, ჩვენ სხვა ადამიანებზე დაკვირვებითაც შეგვიძლია სწავლა. მაგალითად, ვუყურებთ, როგორ აკეთებს ვიღაც ქაღალდის თვითმფრინავს და მერე ვცდილობთ, გავიმეოროთ იგივე ქცევა. ცხადია, დასწავლა, პირველ რიგში, იმისთვის გვჭირდება, რომ რაღაც ვაკეთოთ.
გარდა ამისა, ბანდურა ამტკიცებს, რომ არ არსებობს განმტკიცება შემეცნების წინმსწრები უნარის გარეშე. იმისათვის, რომ რაიმემ განგვიმტკიცოს განზრახვები, საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს მოქმედებებსა და მათ შედეგებს შორის არსებულ კავშირებზე. ამგვარად, განპირობებულობა არა მხოლოდ გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენების უშუალო შედეგია, არამედ ამ პროცესში აზროვნებისა და შემეცნების უნარის მნიშვნელოვან ჩართულობასაც მოიაზრებს.
მიუხედავად იმისა, რომ მიშელისა და ბანდურას თეორიულ პოზიციებს ბევრი რამ აქვთ საერთო და ისინი თანამშრომლობდნენ კიდეც (Bandura & Mischel, 1965), მათი ძირითადი ფორმალური თეორიული განვითარება და კვლევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოებდა. მიშელის სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში მეტად არის აქცენტირებული ნიშნების ალტერნატიული ინტერპრეტაცია, ხოლო ბანდურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, როგორ ზემოქმედებს კოგნიცია (განსაკუთრებით, ინდივიდის მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ მოსაზრებები) ქცევაზე.
ბანდურასთან პრაქტიკულად არ განიხილება ბიოლოგიური ფაქტორების როლი პიროვნების ფორმირებაში. ის თვლის, რომ ადამიანი დასწავლის შედეგია, რომლის დროსაც მას შეუძლია სხვა და სხვაგვარი ქცევითი პატერნების დასწავლა. ცნობიერების პლასტიურობის გარდა, რომელიც ქცევის სტილის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს, მნიშვნელოვანი ადამიანური თვისებაა აზროვნება (კოგნიცია), რომელიც გარე სამყაროს შეცნობისა და ქცევის გააზრებისთვის სიმბოლური სტრუქტურების, მაგალითად, ენის გამოყენების საშუალებას გვაძლევს.
თუმცა, ადამიანის ქმედებას მხოლოდ შინაგანი იმპულსები არ განაპირობებენ, როგორებიცაა ინსტინქტები, მოთხოვნილებები ან განზრახვები ან როგორც თვლიდა სკინერი, მხოლოდ გარეგანი ძალები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პიროვნება და ქცევა დამოკიდებულია გარე სამყაროს მოვლენებზე, ისინი უპირობოდ არარიან ამ მოვლენებით განპირობებულნი. ჩვენს ქმედებას განაპირობებს არა თავისთავად გარე სამყარო, არამედ გარე სამყაროს მოვლენების ჩვენეული აღქმა. სწორედ ესაა ქცევაზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. მოცემულ ფარგლებში ადამიანებს შეუძლიათ ქცევის ისეთი სტილის არჩევა, რომელიც გაზრდის პროგნოზირებად პასუხს გარე სამყაროს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ქცევა არის არამარტო ფუნქცია, არამედ დამოუკიდებელი ცვლადიც, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზეც და პიროვნებაზეც. ბანდურამ შემგვთავაზა რეციპროკული დეტერმინიზმი სსამმაგი მოდელი, რომლის თანახმადაც, ადამიანის ქცევა პიროვნული ფაქტორების, მათ შორის, აზროვნებისა და შემეცნების უნარის (კოგნიციის), გარე სამყაროს მოვლენებისა და თავად ადამიანის მოქმედების ურთიერთქმედების შედეგია.
ამერიკელი ფსიქოლოგის, ლოურენს კოლბერგის (Kohlberg, 1927-1987) თეორია ეხება იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის მორალური განვითარება. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნების უნარს, აღიქვას და გაიგოს სხვა ადამიანების განსხავებული პერსპექტივები. როლური უნარ-ჩვევების განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მორალური განვითარების ერთ-ერთი ადრეული საფეხური. მორალურობის განვითარება იწყება 12 წლიდან, როდესაც მოზარდისათვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს „საკუთარი თავის იდენტურობის“ ფორმირება. ბავშვი სვამს კითხვებს: „ვინ ვარ მე?“ „რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?“ იგი იწყებს საკუთარი სოციალური კოგნიციის გაგებას, ანუ ცდილობს გაიგოს, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები.
კოლბერგის მიხედვით, ბავშვი იქცევა საკუთარი მორალური განსჯის მიხედვით, რაც განსხვავებულია მისი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. იგი გამოყოფს მორალურობის განვითარების შემდეგ სამ დონეს: პრე-კონვენციონალურს, კონვენციონალურს და პოსტ-კონვენციონალურს, ასევე მასში შემავალ ექვს სხვადასხვა საფეხურს.
პირველი დონე: პრე-კონვენციონალური
I საფეხური: უსიტყვო მორჩილება (5-6 წლის ასაკი, ბაღის პერიოდი) - დასჯა, წახალისება; ამ საფეხურზე ბავშვები მორალურობას განიხილავენ, როგორც მათ გარეთ, მათგან დამუკიდებლად არსებულ მოვლენას. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანები ამკვიდრებენ ქცევის წესებს, რომელსაც ისინი უნდა დაემორჩილონ. ამგვარად, ამ საფეხურისთვის დამახასიათებელია წესების მორჩილება, რათა თავიდან აიცილონ დასჯა (კარგი ან ცუდი საქციელი განისაზღვრება იმით, მოჰყვება თუ არა მას ფიზიკური შედეგები);
II საფეხური: სამართლიანობა/ინდივიდუალობა და გაცვლა (დაწყებითი კლასები) - პიროვნული ჯილდოს მიღების ორიენტაცია; ამ საფეხურზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ისინი ფიქრობენ, როგორც განცალკევებული ინდივიდები და ორიენტირებულები არიან პიროვნულ ჯილდოზე. მათ მსჯელობაში არ ჩანს იდენტიფიკაცია ოჯახისა და საზოგადოების ღირებულებებთან. ამგვარად, ამ საფეხურზე პირადი მოთხოვნილება განსაზღვრავს, იმას, თუ რა არის სწორი და რა - არასწორი;
მეორე დონე: კონვენციონალური
III საფეხური: პიროვნებათაშორისი კონფორმულობა (შუა და მაღალი კლასები, „თინეიჯერობის” საწყისი ეტაპი) - ორიენტაცია „კარგი გოგო/კარგი ბიჭი” (ქცევას განაპირობებს სხვების მოწონება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება);
IV საფეხური: სისტემის მიმართ პასუხისმგებლობა (მაღალი კლასები და „თინეიჯერობის“ გვიანი ეტაპი) - ორიენტაცია ,,კანონი და წესრიგი“ (წესების დაცვა, ავტორიტეტის პატივისცემა, სოციალური წესრიგის შენარჩუნება);
მესამე დონე: პოსტ-კონვენციონალური
V საფეხური: პრინციპული სინდისი (მოზრდილი) - სოციალური კონტრაქტის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება ადამიანის უფლებების სოციალურად შეთანხმებული სტანდარტებით. მაგ. კონსტიტუცია. ამ საფეხურზე ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა საზოგადოებას აქვს თავისი სოციალურად შეთანხმებული სტანდარტები);
VI საფეხური: უნივერსალური ეთიკური პრინციპი - უნივერსალური ეთიკური პრინციპის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება სამართლიანობის, ადამიანის ღირსების და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებების ინდივიდუალური გაცნობიერების საფუძველზე; ადამიანები ფიქრობენ, რომ არსებობს უნივერსალური ეთიკა, რომელსაც მთლიანი საზოგადოება უნდა ეთანხმებოდეს);
მოზარდების უმრავლესობა იმყოფება მორალურობის განვითარების მესამე, პიროვნებათაშორისი კონფორმულობის საფეხუზე: თუ სხვებს კარგი წარმოდგენა ექნებათ ჩემზე, შესაბამისად, მეც კარგი წარმოდგენა მექნება საკუთარ თავზე. მორალურობის განვითარების თვალსაზრისით, გადამწყვეტია, რომ მოზარდს ამ ასაკში ვასწავლოთ დამოუკიდებლობა და თანატოლების ზეწოლისაგან თავის დაღწევა.
(1) განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს და
(2) განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა სოციალური პროგრესი. განათლებაში დიუის გავლენამ გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლება გამოცდილების განვითარებაა. ტრადიციულ სკოლაში მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, მაგრამ არ შეუძლიათ მისი დაკავშირება მომავალთან, მისი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების ძირითადი პრობლემაა ისეთი აწმყო გამოცდილების შერჩევა, რომელიც ნაყოფიერად და შემოქმედებითად აამოქმედებს მოსწავლეს. შესაბამისად, საჭიროა ახალი განათლებისათვის შესაფერისი მასალების, მეთოდებისა და სოციალური ურთიერთობების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების თანმიმდევრულ უწყვეტობას და განგრძობითობას. თითოეული გამოცდილება, რომელსაც ადამიანი შეიძენს, ცვლის მას, როგორც ამ გამოცდილებაში მონაწილეს და მომდევნო გამოცდილებაში რაღაცით შეცვლილი, განსხვავებული ადამიანი გადადის. ადამიანის ყოველი გამოცდილება მისი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. იგი გავლენას
ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს ის გარემო, რომელიც ეფექტურ ურთიერთქმედებაში მოვა მოსწავლეთა კომპეტენციასთან და მოთხოვნილებებთან, რაც ხელს შეუწყობს ღირებული გამოცდილების დაგროვებას. სწავლების მეთოდების შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებლობას მოუტანს იგი კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადამიანს.
ამავდროულად, პედაგოგის მოვალეობაა თითოეული ინდივიდის და საგნის ცოდნის საფუძველზე შეარჩიოს ისეთი სასწავლო ჯგუფური აქტივობები, რომელშიც ყველა ინდივიდს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს და რომელშიც ყველა მოსწავლე ერთად მონაწილეობს. ამ სიტუაციაში მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ისე წარმართოს მოსწავლეთა ურთიერთობები, რომ შესაძლებელი გახდეს ჯგუფის, როგორც ერთი ორგანიზმის, მუშაობა. ამგვარად, მასწავლებელი ჯგუფური საქმიანობის ლიდერის ფუნქციას იძენს. მეორე მხრივ, აზროვნების და პიროვნების განვითარებისათვის მეტად მიშვნელოვანია გარკვეული თავისუფლების ხარისხი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მიზნების დასახვისა და ამ მიზნების განხორციელების უნარებს. დიუის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების გარეგნული მხარეც. კერძოდ, ფიზიკური თავისუფლება, რადგან მხოლოდ ფიზიკურად თავისუფალ გარემოში არის შესაძლებელი მოსწავლეებმა გამოავლინონ თავისი ნამდვილი ბუნება, ხოლო სიჩუმე და უსიტყვო მორჩილება ხელს უშლის მასწავლებელს გაიცნოს მოსწავლეები.
ამგვარად, გამოცდილებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეაა სასწავლო საქმიანობაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ე.წ. „კეთებით სწავლების“ და „სოციალური სწავლების“ დროს.
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. გარდნერმა (Gardner, 1943-) განავითარა „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,“ რომლის მიხედვით არსებობს 8 ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური (იხ. თითოეული ტიპის განმარტება ანბანური თანმიმდევრობით). თითოეულ ბავშვს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა ხარისხით მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს.
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში
არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.
აქ განვიხილავთ ერთ-ერთ მათგანს. ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა დონეში.
განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე:
ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას.
ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
კერძოდ,
კერძოდ,
ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.
ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
კერძოდ:
მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისათვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაწვდეს ,,ინფორმაციის იქით“ არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს.
სწავლება ისე უნდა იყოს ,,აწყობილი“, რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლე) აქტიურად არის ჩართული დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისაწვდომი გახდეს ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. კურიკულუმი უნდა იყოს შედგენილი სპირალური პრინციპით ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით.
ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს:
- სწავლებისადმი წინასწარი განწყობა;
- სწავლება ისე უნდა იყოს აგებული, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები იყოს;
- საჭიროა არსებულ მასალაში თანმიმდევრობის პრინციპის დაცვა;
- საჭიროა წახალისება-დასჯის მეთოდების სწორი გამოყენება.
ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპები:
- სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ათვისებისათვისაც მოსწავლე მზადაა.
- სწავლების სტრუქტურა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსწავლისათვის (სპირალური ორგანიზება).
- სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ,,ექსტროპოლაციას“ ანუ ის უნდა ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ ,,ნაპრალებს“ (დამატებითი ინფორმაციის მოძიება).
პიაჟეს შემეცნებითი თეორია - შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც. ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან.
პიაჟეს მიხედვით, ინფორმაციის გადამუშავება შემეცნებითი სტრუქტურების - სქემების საშუალებით ხდება. სქემები არის ინფორმაციის მიღების, შენახვის, გარდაქმნის შინაგანად არსებული ჩარჩოები. სქემები იცვლება ბავშვის განვითარებასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის გაგება ანუ ასიმილაცია. თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, მაშინ ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, მაშინ იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, ასიმილაცია არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით, ხოლო აკომოდაცია არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით. ასლიმილაციისა და აკომოდაციის მაგალითია: მცირეწლოვანი ბავშვი იქმნის წარმოდგენას, რომ ყველაფერი რაც დაფრინავს არის ჩიტი. როდესაც ბავშვი პირველად ხედავს თვითმფრინავს, ის მას ჩიტს ეძახის. ამ დროს ის იყენებს ასიმილაციის შესაძლებლობას, ანუ დაუქვემდებარებს თვითმფრინავს მისთვის ნაცნობ სქემას, რომ ყველაფერი, რაც დაფრინავს, არის ჩიტი. შემდეგ უკვე ხვდება, რომ თვითმფრინავი არ არის ჩიტი და იგონებს მისთვის ახალ სახელს. ამ დროს ბავშვი იყენებს აკომოდაციის შესაძლებლობას და ქმნის ახალ სქემას, სადაც ჩიტი და თვითმფრინავი სხვადასხვა რამე არის.
ასიმილაციის და აკომოდაციის ურთიერთქმედება თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის სისწორეს. კერძოდ, ყველა ბავშვი ერთსა და იმავე ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან განსხვავებულ შემეცნებით სტრუქტურაში კრავს ინფორმაციას. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას - კონსტრუქციას.
ასიმილაციის, აკომოდაციისა და კონსტრუქციის პროცესი დაბადებიდან ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ყოველი ახალი კონსტრუქცია შემეცნებით სისტემას უფრო მოქნილსა და ძლიერს ხდის.
პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
- შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები;
- შემეცნებითი აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში და მოითხოვენ ადაპტაციას (ასიმილაცია, აკომოდაცია);
- სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა მოიცავდნენ მხოლოდ ისეთ მოტორულ და გონებრივ ოპერაციებს, რომლებიც სჭირდებათ ბავშვებს შემეცნებითი აზროვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე. ამიტომ უშედეგოა ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც აღემატება მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს.
შემეცნების განვითარების საფეხურები - ყველა ბავშვი გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს მსგავსი თანმიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება.
ჟ. პიაჟეს მიხედვით, არსებობს შემეცნების ოთხი ასეთი ზოგადი ეტაპი ანუ საფეხური:
სენსომოტორული - მოიცავს ცხოვრების პირველ 2 წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებთან და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს შეიმეცნებს მარტივი მოქმედებების საშუალებით. ასეთი მარტივი მოქმედებებია: წოვა, ტაცება, ღეჭვა, დათვალიერება და სხვა.
პრეოპერაციული - მოიცავს 2-6 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები, რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით. პრეოპერაციულ საფეხურზე ბავშვი ჯერ არ ფლობს პრობლემის სიმბოლური გადაჭრის ჩვევებს და უჭირს ობიექტთა კლასიფიკაცია. სხვადასხვა შინაარსის შეცდომები და უხერხულობები თან ახლავს მის მცდელობებს, რომ გაიგოს სამყარო.
კონკრეტული ოპერაციები - ეს ეტაპი მოიცავს 6-11 წლამდე პერიოდს. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების დიდი რაოდენობა ქრება. ამ პერიოდის ბავშვს აქვს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატების, გამოკლების, დალაგების, და ა.შ. ოპერაციების წარმოება. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას - რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ... ამავე ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა (წონა, მოცულობა და ა.შ.). მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ცნებების გამოყენება, განზოგადება, სინთეზი; რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამოცანა პირდაპირ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას.
ფორმალური ოპერაციები - იწყება 11 წლიდან და მოზრდილობამდე გრძელდება. ამას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი არ იყოს პირდაპირ რეალობიდან აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე.
სოციალური კონსტრუქტივიზმი
სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და სხვებთან ურთიერთობით. სოციალური კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია რუსი ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). ვიგოტსკი მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა. იგი ფიქრობდა, რომ მოსწავლე არის პატარა შეგირდი, რომელსაც მასწავლებელი ან/და სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილებების მიღებაში.
ვიგოტსკის თეორია არის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემეცნება - ესაა სოციალიზაციის ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის პროდუქტი. მაგ: რომელიმე ენის სწავლებისას ჩვენ ენას ვიყენებთ, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას, ანუ ვცდილობთ მისი საშუალებით დავამყაროთ ურთიერთობა სხვებთან. მხოლოდ ენის სრულყოფილი შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მისი, როგორც „შინაგანი მონოლოგის“, საშუალებად გამოყენება.
ვიგოტსკი საუბრობს განვითარების უახლოეს და აქტუალურ ზონებზე. განვითარების აქტუალური ზონა არის ის ზონა, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში. ხოლო უახლოესი ზონა არის ის, რომელსაც ადვილად მიაღწევს იგი, თუ მისი სასწავლო პროცესი სწორად იქნება აგებული. მასწავლებელი სწავლების პროცესში აქცენტს უნდა აკეთებდეს სწორედ განვითარების უახლოეს ზონაზე. ეს კი შესაძლებელია მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტით სხვებთან (მასწავლებელი, თანატოლი, მშობელი) ურთიერთობის პროცესში. მოსწავლის მიმართ ასეთ დახმარებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: ახსნა, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა და ა.შ.
ვიგოტსკი ასევე საუბრობს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე. ეს გავლენა იწყება დაბადებიდან. პატარები ითვისებენ თავიანთ კულტურას, ენას და ქცევებს მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობით. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოსწავლის სწავლაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალიზმი და შეძლოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე, რომ ეს იყოს სასწავლო მიზნებთან შესატყვისობაშიც და ყველა მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა, მიაღწიოს განვითარების უახლოეს ზონას.
სწავლების ამ მიდგომის მიხედვით, უმცროს კლასელებს შეიძლება შევთავაზოთ რთული და უფრო სააზროვნო ამოცანების გადაჭრა ჯგუფებში, რათა ხელი შეეწყოს მათი აზროვნების თვისებრივ განვითარებას და განვითარების უახლოესი ზონის მიღწევას. თუმცა, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მისცეს ისეთი ამოცანები, რომელიც თვისებრივად არ შეესაბამება მისი განვითარების შესაძლებლობებს.
ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
- შემეცნებითი აზროვნება განვითარების ეტაპების მიხედვით ცვლილებას ანუ ევოლუციას განიცდის.
- სრულყოფილი შემეცნებითი აზროვნების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი პირობაა პიროვნებებს შორის ურთიერთობა.
სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა (სკინერი)
ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ამერიკელი ფსიქოლოგის, ბ. ფ. სკინერის (Skinner, 1904-1990) მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სკინერმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქცევის წარმატება/წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოხდება თუ არა ამ ქცევის დასწავლა. სწავლის ამ ფორმას სკინერმა ინსტრუმენტული სწავლა უწოდა. ინსტრუმენტულ სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმის აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ რაიმე შემთხვევითი მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება, მისი განმტკიცება ხდება მიღწეული შედეგით.როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.
ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.
მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.
ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.
პერკინსის თეორია სწავლის შესახებ
განათლების სპეციალისტი დევიდ პერკინსის (Perkins, 1992) „თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:
1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;
4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;
„თეორია ერთის“ საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. ნათელი ინფორმაცია გულისხმობს იმას, თუ „რა,“ „როგორ“ და ,,როდის” უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.
„თეორია ერთის“ ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში.
პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესების მართვას, რომელიც მოიცავს შემდეგის გააზრებას: რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი (შემოწმება) და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ. ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას ანუ რეფლექსიას (თვით-განცდას, გაცნობიერებას), მეტაკოგნიციას.
სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია
დასწავლის თეორია, რომელიც ხაზს უსვამს დაკვირვებისა და სხვების მიერ განხორციელებული ქცევის მიბაძვის მნიშვნელობას. ამ თეორიის ფარგლებშია წარმოდგენილი ისეთი კონსტრუქტები, როგორებიცაა რეციპროკული დეტერმინიზმი და თვითეფექტურობა.
სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორიის ფესვები დასწავლის ტრადიციულ თეორიაში მიდის. თავდაპირველად, მას სოციალური დასწავლის თეორიას უწოდებდნენ და პიროვნების ფსიქოლოგიაში განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მიდგომა პიროვნებისადმი დასწავლის თეორიის ფარგლებში. თუმცა, დროთა განმავლობაში თეორია განვითარდა, უფრო მეტად გამოიკვეთა კოგნიტური პროცესებისმნიშვნელობა ადამიანის ფუნქციონირებაში და უფრო სისტემატური გახდა. დღეისათვის ის ცნობილია, როგორც სოციალურ-კოგნიტური თეორია და დასწავლის სხვა თეორიებისგან ცალკე განიხილება (John, et. al., 2008).
სოციალურ-კოგნიტური თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქცევის სოციალურ მიზეზებს და კოგნიტური პროცესების მნიშვნელობას ადამიანის ფუნქციონირების ყველა ასპექტში, იქნება ეს მოტივაცია, ემოცია თუ ქმედება.
სოციალურ-კოგნიტური თეორიის წარმომადგენლები მთელ რიგ საკითხებში აკრიტიკებდნენ სხვა თეორიებს. მაგალითად, ალბერტ ბანდურა აკრიტიკებს ფსიქოანალიტურ პოზიციას შინაგან ინსტინქტებსა და არაცნობიერ ძალებზე აქცენტის გამო, რომლებიც არ ექვემდებარებიან სისტემატურ შესწავლას. სოციალურ-კოგნიტური თეორიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, უოლტერ მიშელი (Mischel & Shoda, 1995) აკრიტიკებს ნიშნების ტრადიციულ თეორიასა და ფსიქოანალიზს შინაგან დისპოზიციებზე ხაზგასმის გამო, რომლებიც, ამ თეორიების მომხრეთა თანახმად, სხვადასხვა სიტუაციაში შეთანხმებულ, თანმიმდევრულ ქცევას განაპირობებენ. ამის ნაცვლად, მიშელი საუბრობს ქცევის ვარიაბილურობაზე/ცვალებადობაზე, რომლითაც ადამიანი რეაგირებს გარემო პირობების შეცვლაზე.
სოციალურ-კოგნიტური თეორიის თანახმად, ქცევა სიტუაციურად სპეციფიკურია და ადამიანებს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის განსხვავებული პატერნები აქვთ. ითვლება, რომ ეს დამახასიათებელი სიტუაციურ-ქცევითი პატერნები უფრო მეტად განსაზღვრავენ პიროვნებას, ვიდრე აგრეგირებული (დაგროვილი) კროსკულტურული განსხვავებები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებს ნიშნის თეორია. მაგალითად, სოციალურ-კოგნიტური თეორიის ავტორები თვლიან, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ სიტუაციებში იქცევა ადამიანი, როგორც ექსტრავერტი და რომელში – როგორც ინტროვერტი, ვიდრე მისი ექსტრავერსია-ინტროვერსიის ზოგადი დონის მაჩვენებელი სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ცდილობენ რა გავიდნენ ქცევის შინაგანი და გარეგანი დეტერმინანტების შესახებ ტრადიციული დებატების მიღმა, სოციალურ-კოგნიტური თეორეტიკოსები აცხადებენ, რომ ორგანიზმსა და მის ირგვლივ არსებულ გარემოს შორის ყოველთვის არის უწყვეტი ურთიერთქმედება.
გარდა ამისა, სოციალურ-კოგნიტური მიმართულების წარმომადგენლები ცდილობენ, გვერდი აუარონ პიროვნების ფსიქოლოგიის ტრადიციულ დაყოფას ადამიანის შესახებ ბიჰევიორისტულ და „მის საწინააღმდეგო“ ჰუმანისტურ წარმოდგენებად. ისინი ბიჰევიორისტები არიან იმით, რომ ადამიანის ქცევის სისტემატური კვლევისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ჰუმანისტებიც არიან იმით, რომ ხაზს უსვამენ ადამიანის შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს საკუთარ ბედზე და განვითარდეს მისთვის დადგენილ ბიოლოგიურ საზღვრებში. „განმტკიცების გზით დასწავლის“ ტრადიციულ თეორიასთან მათი განსხვავებულობა იმით გამოიხატება, რომ ისინი აღიარებენ კოგნიტური პროცესების როლს და ამბობენ, რომ დასწავლა ჯილდოს არარსებობის პირობებშიც შეიძლება მოხდეს. სოციალურ-კოგნიტური თეორიის ძირითადი მახასიათებლებია: ადამიანები მოქმედებენ, როგორც აქტიური აგენტები; გამოკვეთილია კოგნიტური პროცესების (აზროვნების) მნიშვნელობა; ქცევა სიტუაციურად სპეციფიკურია; მნიშვნელოვანია სისტემატური კვლევის წარმოება; შესაძლებელია ქცევის რთული პატერნების ათვისება ჯილდოს ან განმტკიცების მიწოდების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ აკადემიურ წრეებში სოციალურ-კოგნიტური თეორია პიროვნების ყველაზე პოპულარული თეორიაა, ბოლო პერიოდში კი მისი მომხრეთა რაოდენობა კლინიკურ ფსიქოლოგთა შორისაც მატულობს. ეს თეორია ეკუთვნის ალბერტ ბანდურას, თუმცა,აღსანიშნავიაუოლტერმიშელის როლიმისფორმირებაში(John, et. al., 2008).
უოლტერ მიშელი და ალბერტ ბანდურა პიროვნებას დასწავლის თეორიის ტრადიციის ფარგლებში აანალიზებენ (Cloninger, 2004) და განსაკუთრებით ფოკუსირდებიან კოგნიტურ ცვლადებზე, ვინაიდან მათთვის ცენტრალურია ადამიანის აზროვნების უნარი. თეორიაში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უნარს, იაზროვნოს და შეიმეცნოს და გაცილებით ნაკლებად, ვთქვათ, სკინერთან შედარებით, არის საუბარი გარემოს ფაქტორებზე. ბანდურა ხაზს უსვამს იმასაც, რომ განმტკიცება შეიძლება არაპირდაპირი ანუ გაშუალებული იყოს. სხვა სიტყვებით, ჩვენ შეგვიძლია სწავლისკენ სწრაფვა იმითიც განგვიმტკიცდეს, თუ ვხედავთ, რომ ვიღაც ამისთვის ჯილდოს იღებს. ბანდურას თეორია რადიკალურ ბიჰევიორიზმს შორდება განმტკიცებისა და აზროვნების საკითხებში.
რადიკალური ბიჰევიორისტებისგან განსხვავებით, ალბერტ ბანდურა თვლის, რომ პიროვნებას აყალიბებს ადამიანის ქცევა, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები (აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოგნიცია) და გარემოს ზეგავლენა და ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, დასწავლა კი აუცილებლობით არ მოიაზრებს ჯილდოს. ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის თანახმად, ჩვენ სხვა ადამიანებზე დაკვირვებითაც შეგვიძლია სწავლა. მაგალითად, ვუყურებთ, როგორ აკეთებს ვიღაც ქაღალდის თვითმფრინავს და მერე ვცდილობთ, გავიმეოროთ იგივე ქცევა. ცხადია, დასწავლა, პირველ რიგში, იმისთვის გვჭირდება, რომ რაღაც ვაკეთოთ.
გარდა ამისა, ბანდურა ამტკიცებს, რომ არ არსებობს განმტკიცება შემეცნების წინმსწრები უნარის გარეშე. იმისათვის, რომ რაიმემ განგვიმტკიცოს განზრახვები, საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს მოქმედებებსა და მათ შედეგებს შორის არსებულ კავშირებზე. ამგვარად, განპირობებულობა არა მხოლოდ გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენების უშუალო შედეგია, არამედ ამ პროცესში აზროვნებისა და შემეცნების უნარის მნიშვნელოვან ჩართულობასაც მოიაზრებს.
მიუხედავად იმისა, რომ მიშელისა და ბანდურას თეორიულ პოზიციებს ბევრი რამ აქვთ საერთო და ისინი თანამშრომლობდნენ კიდეც (Bandura & Mischel, 1965), მათი ძირითადი ფორმალური თეორიული განვითარება და კვლევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოებდა. მიშელის სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში მეტად არის აქცენტირებული ნიშნების ალტერნატიული ინტერპრეტაცია, ხოლო ბანდურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, როგორ ზემოქმედებს კოგნიცია (განსაკუთრებით, ინდივიდის მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ მოსაზრებები) ქცევაზე.
ბანდურასთან პრაქტიკულად არ განიხილება ბიოლოგიური ფაქტორების როლი პიროვნების ფორმირებაში. ის თვლის, რომ ადამიანი დასწავლის შედეგია, რომლის დროსაც მას შეუძლია სხვა და სხვაგვარი ქცევითი პატერნების დასწავლა. ცნობიერების პლასტიურობის გარდა, რომელიც ქცევის სტილის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს, მნიშვნელოვანი ადამიანური თვისებაა აზროვნება (კოგნიცია), რომელიც გარე სამყაროს შეცნობისა და ქცევის გააზრებისთვის სიმბოლური სტრუქტურების, მაგალითად, ენის გამოყენების საშუალებას გვაძლევს.
თუმცა, ადამიანის ქმედებას მხოლოდ შინაგანი იმპულსები არ განაპირობებენ, როგორებიცაა ინსტინქტები, მოთხოვნილებები ან განზრახვები ან როგორც თვლიდა სკინერი, მხოლოდ გარეგანი ძალები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პიროვნება და ქცევა დამოკიდებულია გარე სამყაროს მოვლენებზე, ისინი უპირობოდ არარიან ამ მოვლენებით განპირობებულნი. ჩვენს ქმედებას განაპირობებს არა თავისთავად გარე სამყარო, არამედ გარე სამყაროს მოვლენების ჩვენეული აღქმა. სწორედ ესაა ქცევაზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. მოცემულ ფარგლებში ადამიანებს შეუძლიათ ქცევის ისეთი სტილის არჩევა, რომელიც გაზრდის პროგნოზირებად პასუხს გარე სამყაროს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ქცევა არის არამარტო ფუნქცია, არამედ დამოუკიდებელი ცვლადიც, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზეც და პიროვნებაზეც. ბანდურამ შემგვთავაზა რეციპროკული დეტერმინიზმი სსამმაგი მოდელი, რომლის თანახმადაც, ადამიანის ქცევა პიროვნული ფაქტორების, მათ შორის, აზროვნებისა და შემეცნების უნარის (კოგნიციის), გარე სამყაროს მოვლენებისა და თავად ადამიანის მოქმედების ურთიერთქმედების შედეგია.
კოლბერგის მორალურობის განვითარების თეორია
ამერიკელი ფსიქოლოგის, ლოურენს კოლბერგის (Kohlberg, 1927-1987) თეორია ეხება იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის მორალური განვითარება. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნების უნარს, აღიქვას და გაიგოს სხვა ადამიანების განსხავებული პერსპექტივები. როლური უნარ-ჩვევების განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მორალური განვითარების ერთ-ერთი ადრეული საფეხური. მორალურობის განვითარება იწყება 12 წლიდან, როდესაც მოზარდისათვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს „საკუთარი თავის იდენტურობის“ ფორმირება. ბავშვი სვამს კითხვებს: „ვინ ვარ მე?“ „რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?“ იგი იწყებს საკუთარი სოციალური კოგნიციის გაგებას, ანუ ცდილობს გაიგოს, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები.
კოლბერგის მიხედვით, ბავშვი იქცევა საკუთარი მორალური განსჯის მიხედვით, რაც განსხვავებულია მისი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. იგი გამოყოფს მორალურობის განვითარების შემდეგ სამ დონეს: პრე-კონვენციონალურს, კონვენციონალურს და პოსტ-კონვენციონალურს, ასევე მასში შემავალ ექვს სხვადასხვა საფეხურს.
პირველი დონე: პრე-კონვენციონალური
I საფეხური: უსიტყვო მორჩილება (5-6 წლის ასაკი, ბაღის პერიოდი) - დასჯა, წახალისება; ამ საფეხურზე ბავშვები მორალურობას განიხილავენ, როგორც მათ გარეთ, მათგან დამუკიდებლად არსებულ მოვლენას. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანები ამკვიდრებენ ქცევის წესებს, რომელსაც ისინი უნდა დაემორჩილონ. ამგვარად, ამ საფეხურისთვის დამახასიათებელია წესების მორჩილება, რათა თავიდან აიცილონ დასჯა (კარგი ან ცუდი საქციელი განისაზღვრება იმით, მოჰყვება თუ არა მას ფიზიკური შედეგები);
II საფეხური: სამართლიანობა/ინდივიდუალობა და გაცვლა (დაწყებითი კლასები) - პიროვნული ჯილდოს მიღების ორიენტაცია; ამ საფეხურზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ისინი ფიქრობენ, როგორც განცალკევებული ინდივიდები და ორიენტირებულები არიან პიროვნულ ჯილდოზე. მათ მსჯელობაში არ ჩანს იდენტიფიკაცია ოჯახისა და საზოგადოების ღირებულებებთან. ამგვარად, ამ საფეხურზე პირადი მოთხოვნილება განსაზღვრავს, იმას, თუ რა არის სწორი და რა - არასწორი;
მეორე დონე: კონვენციონალური
III საფეხური: პიროვნებათაშორისი კონფორმულობა (შუა და მაღალი კლასები, „თინეიჯერობის” საწყისი ეტაპი) - ორიენტაცია „კარგი გოგო/კარგი ბიჭი” (ქცევას განაპირობებს სხვების მოწონება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება);
IV საფეხური: სისტემის მიმართ პასუხისმგებლობა (მაღალი კლასები და „თინეიჯერობის“ გვიანი ეტაპი) - ორიენტაცია ,,კანონი და წესრიგი“ (წესების დაცვა, ავტორიტეტის პატივისცემა, სოციალური წესრიგის შენარჩუნება);
მესამე დონე: პოსტ-კონვენციონალური
V საფეხური: პრინციპული სინდისი (მოზრდილი) - სოციალური კონტრაქტის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება ადამიანის უფლებების სოციალურად შეთანხმებული სტანდარტებით. მაგ. კონსტიტუცია. ამ საფეხურზე ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა საზოგადოებას აქვს თავისი სოციალურად შეთანხმებული სტანდარტები);
VI საფეხური: უნივერსალური ეთიკური პრინციპი - უნივერსალური ეთიკური პრინციპის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება სამართლიანობის, ადამიანის ღირსების და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებების ინდივიდუალური გაცნობიერების საფუძველზე; ადამიანები ფიქრობენ, რომ არსებობს უნივერსალური ეთიკა, რომელსაც მთლიანი საზოგადოება უნდა ეთანხმებოდეს);
მოზარდების უმრავლესობა იმყოფება მორალურობის განვითარების მესამე, პიროვნებათაშორისი კონფორმულობის საფეხუზე: თუ სხვებს კარგი წარმოდგენა ექნებათ ჩემზე, შესაბამისად, მეც კარგი წარმოდგენა მექნება საკუთარ თავზე. მორალურობის განვითარების თვალსაზრისით, გადამწყვეტია, რომ მოზარდს ამ ასაკში ვასწავლოთ დამოუკიდებლობა და თანატოლების ზეწოლისაგან თავის დაღწევა.
დიუის განათლების კონცეფცია
ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი (Dewey, 1859-1952) არის პროგრესული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი. მისი განათლების კონცეფცია ეფუძნება ორ ძირითად ამოსავალს:(1) განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს და
(2) განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა სოციალური პროგრესი. განათლებაში დიუის გავლენამ გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლება გამოცდილების განვითარებაა. ტრადიციულ სკოლაში მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, მაგრამ არ შეუძლიათ მისი დაკავშირება მომავალთან, მისი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების ძირითადი პრობლემაა ისეთი აწმყო გამოცდილების შერჩევა, რომელიც ნაყოფიერად და შემოქმედებითად აამოქმედებს მოსწავლეს. შესაბამისად, საჭიროა ახალი განათლებისათვის შესაფერისი მასალების, მეთოდებისა და სოციალური ურთიერთობების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების თანმიმდევრულ უწყვეტობას და განგრძობითობას. თითოეული გამოცდილება, რომელსაც ადამიანი შეიძენს, ცვლის მას, როგორც ამ გამოცდილებაში მონაწილეს და მომდევნო გამოცდილებაში რაღაცით შეცვლილი, განსხვავებული ადამიანი გადადის. ადამიანის ყოველი გამოცდილება მისი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. იგი გავლენას
ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს ის გარემო, რომელიც ეფექტურ ურთიერთქმედებაში მოვა მოსწავლეთა კომპეტენციასთან და მოთხოვნილებებთან, რაც ხელს შეუწყობს ღირებული გამოცდილების დაგროვებას. სწავლების მეთოდების შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებლობას მოუტანს იგი კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადამიანს.
ამავდროულად, პედაგოგის მოვალეობაა თითოეული ინდივიდის და საგნის ცოდნის საფუძველზე შეარჩიოს ისეთი სასწავლო ჯგუფური აქტივობები, რომელშიც ყველა ინდივიდს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს და რომელშიც ყველა მოსწავლე ერთად მონაწილეობს. ამ სიტუაციაში მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ისე წარმართოს მოსწავლეთა ურთიერთობები, რომ შესაძლებელი გახდეს ჯგუფის, როგორც ერთი ორგანიზმის, მუშაობა. ამგვარად, მასწავლებელი ჯგუფური საქმიანობის ლიდერის ფუნქციას იძენს. მეორე მხრივ, აზროვნების და პიროვნების განვითარებისათვის მეტად მიშვნელოვანია გარკვეული თავისუფლების ხარისხი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მიზნების დასახვისა და ამ მიზნების განხორციელების უნარებს. დიუის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების გარეგნული მხარეც. კერძოდ, ფიზიკური თავისუფლება, რადგან მხოლოდ ფიზიკურად თავისუფალ გარემოში არის შესაძლებელი მოსწავლეებმა გამოავლინონ თავისი ნამდვილი ბუნება, ხოლო სიჩუმე და უსიტყვო მორჩილება ხელს უშლის მასწავლებელს გაიცნოს მოსწავლეები.
ამგვარად, გამოცდილებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეაა სასწავლო საქმიანობაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ე.წ. „კეთებით სწავლების“ და „სოციალური სწავლების“ დროს.
გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. გარდნერმა (Gardner, 1943-) განავითარა „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,“ რომლის მიხედვით არსებობს 8 ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური (იხ. თითოეული ტიპის განმარტება ანბანური თანმიმდევრობით). თითოეულ ბავშვს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა ხარისხით მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს.
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში
არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.
აქ განვიხილავთ ერთ-ერთ მათგანს. ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა დონეში.
განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე:
ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას.
ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
- ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების,
- ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;
- კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;
- ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;
- კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა;
- სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით.
კერძოდ,
- ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა;
- ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე;
- ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემა;
- სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა;
- შესაბამისი მაგალითის მოყვანა;
- საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხება და დაჯგუფება.
კერძოდ,
- ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება;
- მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულება;
- პროცედურის განხორციელება;
- კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.
ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.
ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
- მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;
- მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;
- პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;
- მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.
ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
- ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად ჰიპოთეზის წამოყენება;
- კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;
- შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;
- პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;
- პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;
- ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.
კერძოდ:
- საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;
- გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;
- პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;
- პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;
- მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;
- მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) დაზუსტება;
- რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა).
Подписаться на:
Сообщения (Atom)
2 коммент.:
რუსუდან!რასაინტერესო ბლოგია,ყველაფერია თავმოყრილი პედაგოგებისათვის საინტერესო მასალები!გმადლობ!
მადლობა,ლალი,გამახარა შენმა კომენტარმა! <3
Отправить комментарий