ბლოგის ავტორი

მნახველთა რაოდენობა

ახალი პოსტი

ბლოგის არქივი

ფორმა უკუკავშირისთვის

Имя

Электронная почта *

Сообщение *


კარგად შედგენილი სასწავლო პროექტების მახასიათებლები
სასწავლო პროცესში სხვადასხვაგვარი პროექტები ინერგება. ეფექტური პროექტები აბალანსებენ მოსწავლეების კონტროლის დონეს მასწავლებლის მიერ დაგეგმილ იმ სტრუქტურასთან მიმართებაში, რომელიც მოსწავლის სამუშაოს მიმართულებას აძლევს. შემდეგი მახასიათებლები დაგეხმარებათ ეფექტური სასწავლო პროექტის განსაზღვრაში.
მოსწავლეები სასწავლო პროცესის ცენტრში.
კარგად შედგენილი სასწავლო პროექტები უზრუნველყოფენ მოსწავლეების ღია და აუთენტურ ამოცანებში ჩართვას. პროექტების მიზნები მოსწავლეებისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და თავიანთი ინტერესების პროდუქტის შექმნისა და შესრულების უზრუნველყოფისაკენ მიმართვას მოითხოვენ. მოსწავლეები ინფორმაციის მოძიებით სწავლობენ და გარკვეულ დონეზე მართავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს პროექტის მიზნების შესრულებისას. მასწავლებელს ფასილიტატორის ან მსაჯის როლი აქვს. მოსწავლეები ხშირად მუშაობენ თანამშრომლობით ჯგუფებში, რაც ხელს უწყობთ მათ, რომ გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და უნარები.
პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს.
კარგი პროექტები შედგენილია სასწავლო პროგრამის იმ ძირითად კონცეფციებზე დაყრდნობით, რომლებიც ეროვნულ ან ადგილობრივ სტანდარტებს ასახავს. პროექტს მკაფიო მიზნები აქვს, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა თავიანთი სწავლის შედეგად. მიზნებზე ორიენტირებით მასწავლებელი განსაზღვრავს შესაფერისი ცოდნის დემონსტრირებას შეფასების გეგმაში და ორგანიზებას უწევს სასწავლო აქტივობებსა და სწავლებას. საპროექტო სამუშაოს კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლის პროდუქტი ან შესრულება, კერძოდ დამაჯერებელი პრეზენტაცია და საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების მიღწევის დემონსტრირებას.
პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
კითხვების მეშვეობით პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან შესასწავლ საკითხებზე. მოსწავლეებისათვის პროექტის გაცნობა ისეთი კითხვების მეშვეობით ხდება, რომლებიც ინტერდისციპლინარული იდეების გენერირებას მოითხოვს. მოსწავლეებს აქვთ გამოწვევა, რომ საკითხის სიღრმისეულად შესწავლით გასცენ პასუხი შინაარსობრივ კითხვებს, რომლებიც ფოკუსირებულია სტანდარტებსა და მიზნებზე. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სამი ტიპი არსებობს: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ზოგადი კითხვები წარმოადგენენ ფართო ღია კითხვებს, რომლებიც დიდ იდეებს და მტკიცე კონცეფციებს ეხება. ისინი ხშირად ინტერდისციპლინარულია და ეხმარება მოსწავლეებს, რომ საგნებს შორის კავშირი დაინახონ. თემატური კითხვები მჭიდროდ დაკავშირებულია პროექტთან და ხელს უწყობს კვლევას არსებით კითხვაზე საპასუხოდ. თემატური კითხვები აჩვენებენ, თუ რამდენად კარგად იგებს მოსწავლე პროექტის ძირითად კონცეფციას. შინაარსობრივი კითხვები კი უფრო ფაქტებზე დაფუძნებულია და ითვალისწინებს არსებულ სტანდარტებსა და მიზნებს. 
პროექტები მიმდინარე შეფასებას და შეფასების სხვადასხვა ტიპებს მოიცავენ.

მოლოდინები ნათლად განისაზღვრება პროექტის დასაწყისში და შეფასების სხვადასხვა მეთოდით მრავალჯერ ფასდება, თუ რამდენად გაიგო საკითხი მოსწავლემ. მოსწავლეებს აქვთ ხარისხიანი ნამუშევრის მოდელები და სახელმძღვანელო პრინციპები, მათ პროექტის დასაწყისშივე იციან რას ელიან მათგან. რეფლექსიის, უკუკავშირისა და რეგულირების შესაძლებლობები ჩართულია პროექტში.
პროექტი უკავშირდება რეალურ სამყაროს.
პროექტები რელევანტურია მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და ყოველდღიურობასთან. პროექტების განხორციელებისას საჭიროა კავშირი თემთან და ექსპერტებთან, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მოწოდება სწავლების კონტექსტში. მოსწავლეებს შეუძლიათ ნამუშევარი წარუდგინონ აუთენტურ საზოგადოებას, იურთიერთონ საზოგადოებასთან / თემთან ინფორმაციის მოძიებისათვის, მიმართონ ექსპერტს ან დაუკავშირდნენ ერთმანეთს ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსწავლეები აჩვენებენ თავიათ ცოდნას პროდუქტისა და შესრულების მეშვეობით.
ჩვეულებრივ პროექტის კულმინაციაა მოსწავლის მიერ ნასწავლის დემონსტრირება პრეზენტაციებით, წერილობითი დოკუმენტებით, თვალსაჩინო მასალით, შეთავაზებებით ან სიმულირებული ღონისძიებებით, მაგალითად იმიტირებული სასამართლო პროცესი. ეს საბოლოო პროდუქტები მოსწავლეებს ნასწავლი გამოხატვისა და გათავისების საშუალებას აძლევს.
ტექნოლოგია ხელს უწყობს და აძლიერებს მოსწავლის სწავლას.
მოსწავლეებს აქვთ წვდომა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიის გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ აზროვნების უნარების, შინაარსობრივი ანალიზისა და საბოლოო პროდუქტების შექმნის განვითარებას. ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეები მართავენ თავიანთ საბოლოო შედეგს და აქვთ შესაძლებლობა, რომ მოახდინონ პროდუქტის დასრულება. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გააღწიონ თავიანთი საკლასო ოთახიდან და ითანამშრომლონ მოშორებით მყოფ კლასებთან ელ. ფოსტისა და მათ მიერ შექმნილი ვებ-გვერდების მეშვეობით, ან წარუდგინონ მათ ნასწავლი მულტიმედიის საშუალებით.
აზროვნების უნარები ინტეგრირებულია საპროექტო სამუშაოში.
პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მეტაშემეცნებისა და კოგნიტური აზროვნების უნარების განვითარებას, როგორიცაა თანამშრომლობა, თვით-მონიტორინგი, მონაცემთა ანალიზი და ინფორმაციის შეფასება. პროექტზე მუშაობისას მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს, რომ იფიქრონ და გააკეთონ კავშირები სხვადასხვა ცხოვრებისეულ კონცეფციებთან.
სწავლების სტრატეგიები განსხვავებულია და ხელს უწყობს სხვადასხვა სწავლის სტილს. 
სწავლების სტრატეგიები ამდიდრებს სწავლის გარემოს და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. სწავლების სტრატეგიების ნაკრები უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა ათვისებადი და გასაგები იყოს ყველა მოსწავლისათვის და შექმნას შესაძლებლობა, რომ ყოველი მათგანი წარმატებული იყოს. სწავლება შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა თანამშრომლობითი ჯგუფების სტრატეგიის,  მასწავლებლისა და თანატოლთა უკუკავშირის გამოყენებას.

პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი
ვინაიდან ძალიან პოპულარულია ეს მეთოდი, სპეციალურ ლიტერატურაში მის ბევრნაირ განსაზღვრებას შეხვდებით,  თუმცა ყველა მათგანში აღნიშნულია,  რომ სასწავლო პროექტი არის საერთო მიზნით გაერთიანებული პარტნიორი მოსწავლეების  ერთობლივი სასწავლო-შემეცნებითი, შემოქმედებითი ან როლური  საქმიანობა შეთანხმებული  აქტივობებით, რომლებიც მიმართულია პროექტის მონაწილეთათვის ღირებული რაიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ.
მოსწავლისთვის პროექტი არის  საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა. ეს არის საქმიანობა, რომელიც  მოსწავლეს აძლევს საკუთარი თავის  წარმოჩენის საშუალებას ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობისას, ძალების მოსინჯვის, ცოდნის გამოყენების, სარგებლის მოტანის, მიღწეული შედეგების წარმოჩენის შესაძლებლობას. პროექტი თავად მოსწავლეთა მიერ ფორმულირებული  საინტერესო პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული საქმიანობა.
საპროექტო მუშაობის შედეგი  - პრობლემის მოგვარების გზის მოძიება - პრაქტიკული ხასიათისაა და მნიშვნელოვანია თავად ამ გზის მომნახველთათვის.
მასწავლებლისთვის სასწავლო პროექტი არის  განვითარებისთვის შექმნილი ინტეგრირებული დიდაქტიკური გარემო, აღზრდისა და სწავლების მეთოდი, რომელიც პროექტირებისთვის საჭირო სპეციფიკური უნარების გამომუშავებისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. ისეთი უნარების, როგორიცაა: პრობლემის მონახვა, მიზნის დასახვა, დაგეგმარება, რეფლექსია - თვითანალიზი, პრეზენტაცია, ინფორმაციის მოძიება, აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, თვითგანვითარება, კვლევა და შემოქმედებითი უნარები.
საპროექტო მუშაობას აქვს რამდენიმე განსხვავებული მახასიათებელი. პირველ რიგში, ესაა პრობლემის არსებობა, რომელიც უნდა მოგვარდეს პროექტზე მუშაობის პროცესში. თანაც პრობლემა უნდა იყოს პროქტის ავტორისთვის პიროვნულად მნიშვნელოვანი, რათა გაუჩნდეს მას  ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიების მოტივაცია. პროექტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მკაფიო, რეალურად მისაღწევი მიზანი. ზოგადად პროექტზე მუშაობის მიზანი ყოველთვის არის არსებული პრობლემის მოგვარება, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში გადაჭრის გზები ატარებს საკუთარ, განუმეორებელ იერსახეს. მაშასადამე, არსებული პრობლემის დადგენა, მიზნის ფორმულირება და წარმოსახვითი ჰიპოთეზური საპროექტო პროდუქტის შექმნა არის პროექტის პირველი მახასიათებლები. პროექტის კიდევ ერთი მახასიათებელია  სამუშაოების წინასწარი დაგეგმარება.  მთელი სამუშაო პრობლემიდან  საპროექტო მიზნის განხორციელებამდე  უნდა დაიყოს  ცალკეულ ეტაპებად  თვისი შუალედური ამოცანებით; უნდა განისაზღვროს  ამ ამოცანების გადაჭრის გზები და მოიძებნოს ამისთვის საჭირო რესურსები; უნდა შემუშავდეს  ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური გრაფიკი, სადაც მითითებული იქნება  ყველა ეტაპის რეალიზებისათვის საჭირო ვადები და დრო;
პროექტის გეგმის განხორციელება, როგორც წესი, დაკავშირებულია პროექტის თემასთან დაკავშირებული ლიტერატურისა და ინფორმაციის სხვა წყაროების  შესწავლასთან, ინფორმაციის გადარჩევასთან.  საჭიროა სხვადასხვა  ცდების, ექსპერიმენტების, დაკვირვების, კვლევის, გამოკითხვის ჩატარება; მოგროვებული მონაცემების ანალიზი, და ამ ანალიზზე დაყრდნობით მიღებული შედეგების ფორმულირება, რის საფუძველზეც  მოხდება  პრობლემაზე საკუთარი აზრის გამოთქმა და პრობლემის  მოგვარების გზების ძიება.
პრობლემის მოგვარების მოფიქრებული გზის რეალიზებისათვის  იქმნება პროექტის პროდუქტი. პროექტის პროდუქტი უნდა ატარებდეს  გარკვეულ  მომხმარებლურ ხასიათს ანუ უნდა აკმაყოფილებდეს  ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნებს, რომელსაც შეხება აქვს იმ პრობლემასთან, რომლის მოსაგვარებლადაც ხორციელდებოდა კონკრეტული პროექტი. 
პროექტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს   წერითი ნაწილი - ანგარიში სამუშაოს შესახებ, სადაც აღწერილი იქნება  სამუშაოს ყველა ეტაპი( დაწყებული  პრობლემის განსაზღვრიდან), ყველა მიღებული გადაწყვეტილება და მათი დასაბუთება; ყველა წამოჭრილი პრობლემა და მათი გადაჭრის გზები, გაანალიზდება  მოგროვებული ინფორმაცია, ჩატარებული ექსპერიმენტები და დაკვირვება, მოტანილი იქნება  გამოკითხვის შედეგები და ასე შემდეგ; შეჯამდება შედეგები, დასკვნები, განისაზღვრება პროექტის პერსპექტიულობა და აქტუალურობა.
პროექტის აუცილებელი პირობაა  მისი საჯარო დაცვა, შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციისას ავტორი არა მხოლოდ წარმოადგენს ანგარიშს გაწეულ სამუშაოებზე, არამედ აჩვენებს პროექტის პრობლემის მოგვარების საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ახდენს დემონსტრირებას  შეძენილი კომპეტენციების. თვითპრეზენტაციის ელემენტი - უმთავრესი მხარეა პროექტზე მუშაობის, რაც თავის თავში მოიაზრებს პროექტის ავტორთა რეფლექსიურ შეფასებას მთელი გაწეული სამუშაოსა და მიღებული გამოცდილების შესახებ.
თავისი არსით პროექტებით სწავლება   ახლოს დგას პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებასთან, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთათვის ნაბიჯ-ნაბიჯ და მიზანმიმართულად შემეცნებითი პრობლემის მიწოდებას, რომლის მოგვარებაზე მუშაობისასაც, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, აქტიურად  ეუფლებიან ახალ ცოდნას.  პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება უზრუნველყოფს  ცოდნის სიმტკიცესა და პრაქტიკულ საქმიანობაში ამ ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებას. ამის გარდა, პროექტული მეთოდი ჰგავს  განმავითარებელ სწავლებასაც.  განმავითარებელი სწავლება - სწავლების აქტიურ საქმიანობითი ხერხია, რომლის დროსაც ხორციელდება მიზანმიმართული  სასწავლო საქმიანობა. ამ დროს მოსწავლე ამ საქმიანობის სრულუფლებიანი წევრია , რომელსაც თავად ირჩევს შეგნებულად  საკუთარი განვითარებისთვის საჭირო მიზნებსა და ამოცანებს.
 შემდეგში რომ აღარ ავურიოთ ერთმანეთში სწავლების სახვადასხვა მეთოდი, დავაკვირდეთ ცხრილს:

ტერმინი
ლექსიკური მნიშვნელობა
სააღმზრდელო(პედაგოგიური) მნიშვნელობა
მეთოდი
თეორიული კვლევა  ან რაიმეს პრაქტიკული განხორციელება
კონკრეტულ საქმიანობით წავლის პროცესის ორგანიზებისთვის, პრაქტიკული ან თეორიული ცოდნის დაუფლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი მეთოდების ერთობლიობა
პროექტი
გეგმა, ჩანაფიქრი, დოკუმენტის წინასწარი ტექსტი

პროექტის მეთოდი

მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს  მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ოდნის დამოუკიდებლად კონსტრუირების, საინფორმაციო სივრცეში ორიენტირების, პრობლემის დანახვისა და ფორმულირების უნარები.  სააღმზრდელო მიზნის მისაღწევი საშუალება  პრობლემის დეტალური ანალიზის გზით, რომელიც უნდა მოგვარდეს  სრულიად რეალური პრაქტიკული შედეგით და უნდა გაფორმდეს გარკვეული სახით
მეთოდი, რომელიც ისახავს მიზნად რაიმე პრობლემის გადაჭრას მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებისა და სამეცნიერო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი სფეროდან მიღებული ინტეგრირებული ცოდნის გამოყენებით. 
პრობლემა
ამოცანა, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, კვლევას, სირთულის ან წინააღმდეგობის მოგვარება არსებული ცოდნითა და გამოცდილებით
ამოცანა, რომელიც შეიცავს წინააღმდეგობას და არ აქვს  ცალსახა არგუმენტირებული პასუხი, რომელიც ითხოვს  გადაჭრის გზის ძიებას.

პრობლემური სიტუაცია
ადამიანის საქმიანობის გარემოებები და პირობები, რომლებიც შეიცავს წინააღმდეგობებს და არ აქვს რაიმე ცალსახა უნიკალური გადაწყვეტილება

მოსწავლეთა საქმიანობის გარემოებები და პირობები, რომლებიც შეიცავს წინააღმდეგობებს და არ აქვს რაიმე ცალსახა უნიკალური გადაწყვეტილება
სასწავლო პროექტი

მოსწავლეთა ერთობლივი სასწავლო-შემეცნებითი, შემოქმედებითი ან სათამაშო საქმიანობა, რომელთაც აქვთ ერთი მიზანი, შეთანხმებული სამოქმედო აქტივობები და მიმართულია პროექტში მონაწილე მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი  რაიმე ღირებული პრობლემის მოგვარებისკენ.

პროექტზე მუშაობის ეტაპები


პროექტზე მუშაობის ეტაპები
მიზანი და ამოცანები
მასწავლებლის საქმიანობა
მოსწავლეთა აქტივობები
მშობელთა ჩართულობა
1. მოსამზადებელი სამუშაო და პროექტის განხილვა
ამოცანა მოსწავლეთა საპროექტო მუშაობისათვის მომზადება.
ამოცანები:
პრობლემის განსაზღვრა, მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ ერთობლივად შერჩეული პროექტის თემა და ამოცანები.
პროექტზე მუშაობისათვის ჯგუფების შედგენა.
არჩევს  შესაძლებელ თემებს და განსახილველად  სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეებს უღვივებს საპროექტო თემისადმი ინტერესს.  ეხმარება  ჩამოაყალიბონ:
•  საპროექტო მუშაობისათვის პრობლემა;
•  სიტუაციური სცენარი;
•  მიზანი და ამოცანები.
მოსწავლეებში აღვივებს მოტივაციას პროექტის გასახილველად და შესაქმნელად.
მოსწავლეებს ეხმარება საპროექტო მიზნის გადასაწყვეტად საჭირო ოპტიმალური გზის მოძებნაში.
ეხმარება ანალიზისა და სინთეზის გაკეთებაში, აკვირდება,
ამოწმებს.
კონსულტაციას უწევს მოსწავლეებს პროექტის მიზნისა და მოცანების ჩამოყალიბებისას. საჭიროების შემთხვევაში, კორექცია შეაქვს მათ მიერ ჩამოყალიბებულ  მიზნებსა და ამოცანებში.
აყალიბებს საჭირო სპეციფიურ უნარ-ჩვევებს.

ერთვებიან საპროექტო მუშაობაში.
განიხილავენ საპროექტო თემას, საკვლევ საგანს მასწავლებელთან ერთად.
იღებენ დამატებით ინფორმაციებს
ერკვევიან საკუთარ მოვალეობებში.
ინდივიდუალურად ( ან ჯგუფურად) იღებენ გადაწყვეტილებებს  საპროექტო თემის, საგნის, პრობლემის გადასაჭრელად და არგუმენტებით ამყარებენ საკუთარ გადაწყვეტილებას.
ახორციელებენ:
•  რესურსის ანალიზსა და საპროექტო მიზნის მისაღწევ ოპტიმალური გზების ძიებას
საკუთარი წვლილი შეაქვთ საპროექტო მუშაობაში.

ეხმარებიან თემატური საკითხის არჩევაში, პროექტის პრობლემის, მიზნისა და ამოცანების  ჩამოყალიბებაში მოსწავლეებს უმაღლებენ მოტივაციას .

2. საქმიანობის დაგეგმვა
მიზანი – პროექტის პრეოპერაციული დამუშავება. კონკრეტული საქმიანობების ჩამონათვალის შედგენა, შედეგების, დროისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა.
ამოცანები:
ინფორმაციის წყაროების განსაზღვრა, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის  გზების დასახვა, მისაღები პროდუქტისა და პრეზენტაციის შესაძლო ფორმების განსაზღვრა, პროექტის მუშაობის შეფასების სქემის დადგენა;
ამოცანების(მოვალეობების) განაწილება ჯგუფის წევრებს შორის
საჭირო მიმართულებას აძლევს მოსწავლეთა საკვლევ სამუშოს, სთავაზობს ექსპერტთა დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში.
მოსწავლეებს სთავაზობს:
•  სხვადასხვა ვარიანტებს და მეთოდებს შეგროვებული ინფორმაციის დახარისხებისათვის
•  ჯგუფში მონვალეობების განაწილებას;
•  გეგმის შედგენას;
•  პრეზენტაცისს ფორმის მოფიქრებას;
•  შეფასების სწემის შემუშავებას.

ახორციელებენ:  
•  ძებნას, შეგროვებას, სისტემაში მოყვანას და ინფორმაციის ანალიზს.ჯგუფებად დაყოფას;
•  ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილებას.
•  სამუშაოს დაგეგმვას
•  პრეზენტაციის ფორმისა შემუშავებას;
•  შეფასების სქემის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას;.
ამ ეტაპზე საპროექტო მუშაობის შედეგის დადგენას.
შეფასებას( თვითშეფასებას)

ეხმარება საძიებო საქმიანობაში და შეგროვებული ინფორმაციის დახარისხება შენახვაში.

3. პრობლემის გადასაჭრელად განხორციელებული საქმიანობები
მიზანი – პროექტის შემუშავება.
ამოცანები:
– მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა თავისი ინდივიდუალური თუ ჯგუფური ამოცანების მიხედვით.
პროექტის შუალედური განხილვა და შეფასება

აკვირდება, ურჩევს, ირიბად მართავს მოსწავლეთა საქმიანობას, პასუხობს მოსწავლეთა კითხვებს. აკონტროლებს საპროექტო ეტაპებისთვის გამოყოფილი დროის საზღვრების დაცვას.
ასრულებენ დაგეგმილ სამუშაოებს დამოუკიდებლად, ჯგუფებში ან კომბინირებულად. საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლად მიმართავენ მასწავლებელს. აჯამებენ და აფასებენ შუალედურ სამუშაოს ჯგუფებში.

აკვირდება.
აკონტროლებს საპროექტო ეტაპებისთვის გამოყოფილი დროის საზღვრების დაცვას.
ეხმარება ინფორმაციის შეგროვებაში, მასალებისა და საპროექტო მუშაობის ამსახველი პორტფოლიოს გაფორმებაში.
4. შედეგების გაფორმება
მიზანი – მიღებული ინფორმაციის დახარისხება და მიღებული ცოდნის, ჩვევების, უნარების ინტეგრირება.
ამოცანები:
მონაცემების ანალიზი და სინთეზი;
დასკვნების ჩამოყალიბება.
აკვირდება, ურჩევს,
მარტავს ანალიზის პროცესს.
ეხმარება პროექტის წარმართვაში.
უმაღლებს მოტივაციას, უქმნის წარმატების განცდას;
აფორმებენ პროექტს,
ამზადებენ საპროექტო პროდუქტს.
მონაწილეობენ პროექტის ჯგუფურ ანალიზს. აფასებენ საკუტარ წვლილს, როლს, აანალიზებენ შესრულებულ სამუშაოს. ადგენენ წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზს, აკეტებენ დასკვნებს.

აკვირდება, ურჩევს,
უმაღლებს მოტივაციას, უქმნის წარმატების განცდას;
5. შედეგების პრეზენტაცია
მიზანი მასალების დემონსტრაცია, შედეგების წარმოდგენა.
ამოცანები:
საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
საჯარო გამოსვლისთვის მომზადება;
პროექტის პრეზენტაცია.
პრეზენტაციის ორგანიზება.
საჭიროების შემთხვევაში, საპრეზენტაციო საკითხებზე თათბირობს მოსწავლეებთან, ორგანიზებას უკეთებს პრეზენტაციის რეპეტიციას.
იღებს შედეგებს:
•  განაზოგადებს მიღებულ შედეგებს;
აკეთებს დასკვნებს;
•  აფასებს უნარებს: ურთიერთიბის, მოსმენის, არგუმენტირების, ტოლერანტობის და ა.შ.
•  აქცენტირებას აკეტებს სააღმზრდელო მიზნებზე: ჯგუფური მუშაობის უნარებზე, საერთო შედეგებზე და ა.შ.
ირჩევენ (სთავაზობენ) პრეზენტაციის ფორმას.
ემზადებიან პრეზენტაციისათვის.
აგრძელებენ პორტფოლიოს გაფორმებას.
საჭიროების შემთხვევაში, რჩევას ეკითხებიან მასწავლებელს.
იცავენ პროექტს.
აჩვენებენ:
•  პრობლემის, მიზნისა და მოცანების გაგების უნარს,
•  საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების უნარს,
•  პრობლემის გადაწყვეტის უნარს,
•  უკუშეფასების, შეფასების, თვითშეფასების უნარს,

ეხმარება პრეზენტაციის მომზადებაში
6. შედეგებისა და საპროექტო მუშაობის შეფასება
მიზანი შედეგებისა და საპროექტო მუშაობის შეფასება
ამოცანები:
პროექტის შედეგების კოლექტიური განხილვა;
პროექტზე მუშაობის თვითანალიზი
აფასებს მოსწავლეთა მონდომებას, კრეატიულობას, გამოყენებულ წყაროებს, გამოუყენებელ შესაძლებლობებს, შედეგების ხარისხს, აკვირდება, წარმართავს პროცესს.

აფასებენ პროექტსა და გაწეულ სამუშაოს ხარისხს.

ეხმარებიან შედეგების გაფორმებაში




0 коммент.: